პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება

კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების შესახებ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ შეწყვეტილა. ამის შესახებ ინფორმაციას „კომერსანტი“ წერს.

”კომერსანტის” ცნობით, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 25 ივნისს, ზოგიერთმა მედიამ და ტელეგრამის არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც მანამდე ცნო FSB-ის გამომძიებლის გადაწყვეტილება აჯანყების საქმის აღძვრის შესახებ კანონიერად და გამართლებულად, გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება და, შესაბამისად, პრიგოჟინის სისხლისსამართლებრივი დევნა.

მსგავსი თემები