,,ამჟამინდელი კონტრშეტევა მოსამზადებელი ოპერაციაა”- ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით,  ამჟამინდელ კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება. მისივე თქმით, კონტრშეტევა შემდეგი ნაბიჯია გამარჯვებამდე.

„ჩემთვის ეს კონტრშეტევა შემდეგი ნაბიჯია გამარჯვებამდე. ვგრძნობ, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის… ეს წელი გარდამტეხი იქნება“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, ნატოს ქვეყნების საუკეთესო ინტერესშია უკრაინის გაწევრიანება, რადგან უკრაინამ იცის, როგორ დაამარცხოს და შეაკავოს რუსული შეიარაღებული ძალები.

მსგავსი თემები