დაზიანებული გზები, დაბომბილი შენობები, განადგურებული სახლები – რა ზიანი მიადგა რუსეთს „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად?

რუსული მედიას ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა ზიანი მიადგა რუსეთს კერძო  სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად. მედიის ცნობით, დაიბომბა შენობები, განადგურდა 19 სახლი,  დაზიანდა გზები.

მედიის ცნობით, დონის როსტოვში ვაგნერელების ტექნიკამ 10 ათასი კვადრატული მეტრი დააზიანა. ყველაზე მეტად საავტომობილო გზის ბუდიონოვსკის პროსპექტი დაზარალდა. ქალაქის მერი ალექსეი ლოგვინენკო ირწმუნება, რომ მუშები დაზიანების 2 დღეში გაუმკლავდებიან.

ვორონეჟის რაიონის სოფელ ელიზავეტოვკაში, ამბოხებულებსა და ჯარს შორის სროლის შემდეგ, 19 კომლი დაზიანდა, განაცხადა პავლოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა მაქსიმ იანცოვმა. სახლების დაზიანების ხარისხი უცნობია.

მედიის ცნობითვე, რუსეთის არმიამ ასევე განიცადა დანაკარგი აღჭურვილობაში: სამი Mi-8 ელექტრონული საომარი ვერტმფრენი, ერთი Mi-8 სატრანსპორტო ვერტმფრენი და ორი Ka-52 და Mi-35M თავდასხმის შვეულმფრენი, ასევე IL-22M სამეთაურო თვითმფრინავი და ორი KamAZ. ჯავშანტექნიკა და „ვეფხვი“. PMC “ვაგნერმა” დაკარგა ორი UAZ, ერთი KamAZ და ჯავშანმანქანა “VPK-Ural”.

მსგავსი თემები