10 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული – ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა კვირას პაკისტანის სამხრეთ სინდის პროვინციის ნავაბ შაჰის რაიონში ორი სამგზავრო ავტობუსის შეჯახებისას.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც ერთზოლიანი გზაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავმა ორმა ავტობუსმა ერთდროულად ორ სხვადასხვა მანქანას გადაუსწრო. შედეგად, ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მაშველებმა დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.

მსგავსი თემები