,,ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური”- გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური.

„მინდა, გამოვეხმაურო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას, რომელიც გუშინ გააკეთა კონსტიტუციასთან და პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი სარდალი. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს, უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

 

მსგავსი თემები