უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზელენსკიმ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  გამოჩენილი მამაცობისთვის ღირსების ორდენითა და მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები, სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მათივე ცნობით, მედალს გარდაცვლილის სამხედროს დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს.

ცნობისთვის, მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში 21 ოქტომბერს ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას.

მსგავსი თემები