თბილისში, კაცმა ყოფილი მეუღლე გაგუდა და ხევში გადააგო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზემივიდა და ხევში გადააგო,”- ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ…

მეტი...

,,მოგვცენ ნატოს ქოლგა, შეგვიყვანონ ევროკავშირში და ჩემზე მაგრად ვერავინ ვერ შეაგინებს რუსებს პირობას გაძლევთ”-  დავითულიანი

,,მოგვცენ ნატოს ქოლგა და შეგვიყვანონ ევროკავშირში და ჩემზე მაგრად ვერავინ ვერ შეაგინებს რუსებს პირობას გაძლევთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისგან საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსის საოკუპაციო ჯარი. ,,კრიტიკა ისმის ხშირად ხომ?! მე ზუსტად ვიცი რატომაც, იმიტომ რომ საქართველოს უჭირავს ძალიან ფრთხილი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. პარტნიორები გვთხოვენ, რომ ხაზი გავლებულია და იყავით უფრო მკაფიო. საქართველოს აქვს შიშები, რაციონალურია ეს შიშები, რა ვიცი ახლა სიფრთხილის მიღმა რა გგონიათ, ეს შიშები არის რაციონალური იმიტომ რომ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისგან საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსის საოკუპაციო…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფელ უკანაფშავში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

მეტი...

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს”- პრეზიდენტი ჰესის აფეთქებაზე

საქართველოს პრეზიდენტი რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს გმობს. „კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, „ნოვა კახოვკას“ კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის,  რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა  კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონიდან  მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ,,დაახლოებით 16 000 ადამიანი კრიტიკულ ზონაში იმყოფება”- რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს

მეტი...

,,მეჩვენება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ სურს საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს” – ბენ ჰოჯესი

აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს. მისი თქმით, ეჩვენება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ სურს, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. ,,ჩემთვის ეს აღიქმება ისე, რომ საქართველო აღარ არის ნატო-ს ასპირანტი. ვგულისხმობ იმას, რომ პრემიერმინისტრი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ნატო-ს გაფართოების გამო. მე მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს არ სურს, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, რადგან შიშობს და გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება. ორი რამ – ის იყენებს კრემლის ნარატივს იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში, ეს ჩემთვის გაუგებარია და…

მეტი...

ძლიერი წვიმა ყვარელში – დაიტბორა ეზოები, ვენახები

ძლიერი წვიმის შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა. ძლიერმა წვიმამ მდინარე ფატმასურის ადიდება გამოიწვია. მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც გზები,  საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ვენახები დაიტბორა. გავრცელებული ინფორმაციით,  სოფელ გავაზში პარალიზებულია ცენტრალური ქუჩები.

მეტი...

,,ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა”- გია ბარამიძის გერი გარდაიცვალა

გიორგი ბარამიძის მეუღლეს, ანა ფილიპჩუკს 18 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გია ბარამიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე თქმით, გარდაცვალების მიზეზებს გერმანიის სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს. „თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო! არ ვიცით, რა მოუვიდა ბავშვს (18 წლის ახლახან გახდა) ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს. უტარდება ექსპერტიზა და როგორც გვითხრეს, პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!“ – წერს გიორგი ბარამიძე.    

მეტი...

,,გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, რა მივიღეთ ამით?! მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ მედიას განუცხადა. „ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა, მისი განცხადებები და გამოყენებული საერთაშორისო პლატფორმები ყოველთვის გაჯერებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და ამბობს სიმართლეს. მესმის, რომ ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მტკივნეული და რთულად მოსასმენია, თუმცა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, უნდა ვუთხრათ სიმართლე მეგობრებს. ყოველთვის უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები… ჩვენ ძალიან რთული და ცუდი გამოცდილება გვაქვს, გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია რეალობას”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი თავისი განცხადებებით რეალობასაა აცდენილი. მისი თქმით, ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე. „არ ვიცი, რა ტაქტიკით გამოვლენ არჩევნებზე, ეს მათი გადასაწყვეტია. რამდენად სწორი იქნება, ხაბეიშვილს ვუპასუხოთ, ესეც არ ვიცი. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან აშკარად იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია არსებულ რეალობას. ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე. ცალკე პარტიები იქნებიან, თუ გაერთიანდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში მომავალი ნამდვილად არ აქვს რადიკალიზმს, ბოროტებას, იმას, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012…

მეტი...

,,დაახლოებით 16 000 ადამიანი კრიტიკულ ზონაში იმყოფება”- რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს

რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ეხმაურება. მისი თქმით, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით 16 000 ადამიანი “კრიტიკულ ზონაში იმყოფება”. ,,ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხერსონის რაიონში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით 16 000 ადამიანი “კრიტიკულ ზონაში იმყოფება”. ევაკუაციის მატარებლები ხერსონიდან ადამიანებს უსაფრთხოდ გაიყვანენ”,- წერს გერაშენკო. რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

მეტი...

,,რუსეთმა კახოვკას კაშხალი გაანადგურა, რამაც ალბათ გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა”- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა მისი უკრაინიდან გაძევებაა. ,,რუსეთმა გაანადგურა კახოვკას კაშხალი, რამაც ალბათ გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის საშინელი ომის დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან”,- წერს კულება. რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

მეტი...

,,სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ფიზიკურად იძალადეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს” – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა. ,,2003 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული გ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ს. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული თ.ლ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები. დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, 1972 წელს დაბადებული გ.ც. მისი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით…

მეტი...

,,რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაული, ეკოციდი”- ერმაკი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა. ერმაკმა რუსების ქმედებებს ეკოციდი უწოდა. ,,კახოვსკას ჰესი. რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაული. პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს იკრიბება. ეს არის ეკოციდი. რუსები იქნებიან პასუხისმგებელი ხერსონის სამხრეთით და ყირიმში მყოფი ხალხის სასმელი წყლის შესაძლო წართმევაზე, შესაძლებელია დასახლებების ნაწილის განადგურება და ბიოსფერო… მუშაობს როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლება. დღეს ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტულია. მტრის სასჯელი უნდა მივცეთ საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ერმაკმა. რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

მეტი...

,,ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით”- ზელენსკი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა.  მისი თქმით, კაშხლის განადგურებით, რუსული ძალები მთელი მსოფლიოს უდასტურებენ, რომ ისინი უნდა განდევნონ უკრაინის ყველა კუთხიდან. ,,კაშხლის განადგურებით რუსი ტერორისტები მთელ მსოფლიოს მხოლოდ უდასტურებენ, რომ ისინი უნდა განდევნონ უკრაინული მიწის ყოველი კუთხიდან. მათ ერთი მეტრიც არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება აღადგენს უსაფრთხოებას. და ეს გამარჯვება იქნება. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით. ყველა სერვისი მუშაობს. ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბა. გთხოვთ გააზიაროთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია,”- აცხადებს ზელენსკი. რუსულმა ძალებმა კახოვსკას…

მეტი...

,,ბევრი ვიდეოა გავრცელებული”- სექსუალური ძალადობა სმექნის არმქონე ბავშვებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“  და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე , აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ. ,,ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული, ჩვენამდე სადღაც 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის, არამედ სქესობრივი აქტიც პატარა გოგოებთან. ახლახან ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს”, – აცხადებს შშმ ქალთა ალიანსის ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი. წყარო: ”ბათუმელები”  

მეტი...

რუსეთში ვაშლის ღვინით ინტოქსიკაციით 16 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, ვაშლის ღვინის, სიდრით ინტოქსიკაციით, 35 ადამიანი დაზარალდა, მათგან 16 კი  გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ოლექსი რუსკიხი ავრცელებს. „ულიანოვსკის რეგიონში ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 35 ადამიანი: 25 დიმიტროვგრადში, 9 ულიანოვსკში და ერთი ნოვა მალიკლაში. დაიღუპა 16 ადამიანი“, – განაცხადა რუსკიხმა. როგორც ცნობილია, რუსეთში ფატალური ალკოჰოლური მოწამვლის ათი შემთხვევა დაფიქსირდა – რვა ულიანოვსკის რეგიონში, ორი სამარას რეგიონში. ყველა შემთხვევა დაკავშირებულია სამარაში წარმოებული ჩამოსხმული სიდრის მოხმარებასთან.

მეტი...

რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

უკრაინის ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” იტყობინება, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა  კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. მოგვიანებით ინფორმაცია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამაც დაადასტურა. „ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები. ყველა სერვისი მუშაობს. ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს“,- განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა. მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. როგორც ალექსანდრ პროკუდინმა აღნიშნა  წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

მეტი...

,,განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან”- ვედანტ პატელი

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვედანტ პატელი საქართველოს პარლამენტთან 2 ივნისს მოქალაქეების დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან. ,,ჩვენმა საელჩომ თბილისში ისაუბრა ამის შესახებ შაბათ-კვირას, და მე გავიმეორებ მათ ნათქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი – ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირთა საქმეებს, რომლებიც დააკავეს 2 ივნისს მშვიდობიანი აქცისას პარლამენტის წინ. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლებები და ფუნდამენტური დემოკრატიისთვის. და განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან, რომელთანაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს შეუერთდეს,”- განაცხადა პატელმა.  

მეტი...

,,უკრაინის არმიას ბახმუტის მიმართულებით წარმატება აქვს”- ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის არმიას ბახმუტის მიმართულებით წარმატება აქვს და დომინანტ სიმაღლეებს იკავებს. მისივე თქმით, სამხრეთით  ადგილობრივი მნიშვნელობის შეტაკებები გრძელდება. „ჩვენ ვაგრძელებთ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ თავდაცვას. თავდაცვითი ოპერაცია მოიცავს ყველაფერს, მათ შორის კონტრშეტევით მოქმედებებსაც. ამიტომ ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ შეტევით მოქმედებებზე გადავდივართ. კერძოდ, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტის მიმართულება. იქ ჩვენ ფართო ფრონტით ვმოძრაობთ. გვაქვს წარმატება. ვიკავებთ დომინანტ სიმაღლეებს. მტერი თავდაცვაშია, სურს პოზიციების შენარჩუნება“, – განაცხადა მალიარმა.  

მეტი...