რუსეთში ვაშლის ღვინით ინტოქსიკაციით 16 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, ვაშლის ღვინის, სიდრით ინტოქსიკაციით, 35 ადამიანი დაზარალდა, მათგან 16 კი  გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ოლექსი რუსკიხი ავრცელებს.

„ულიანოვსკის რეგიონში ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 35 ადამიანი: 25 დიმიტროვგრადში, 9 ულიანოვსკში და ერთი ნოვა მალიკლაში. დაიღუპა 16 ადამიანი“, – განაცხადა რუსკიხმა.

როგორც ცნობილია, რუსეთში ფატალური ალკოჰოლური მოწამვლის ათი შემთხვევა დაფიქსირდა – რვა ულიანოვსკის რეგიონში, ორი სამარას რეგიონში. ყველა შემთხვევა დაკავშირებულია სამარაში წარმოებული ჩამოსხმული სიდრის მოხმარებასთან.

მსგავსი თემები