,,უკრაინის არმიას ბახმუტის მიმართულებით წარმატება აქვს”- ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის არმიას ბახმუტის მიმართულებით წარმატება აქვს და დომინანტ სიმაღლეებს იკავებს. მისივე თქმით, სამხრეთით  ადგილობრივი მნიშვნელობის შეტაკებები გრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ თავდაცვას. თავდაცვითი ოპერაცია მოიცავს ყველაფერს, მათ შორის კონტრშეტევით მოქმედებებსაც. ამიტომ ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ შეტევით მოქმედებებზე გადავდივართ. კერძოდ, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტის მიმართულება. იქ ჩვენ ფართო ფრონტით ვმოძრაობთ. გვაქვს წარმატება. ვიკავებთ დომინანტ სიმაღლეებს. მტერი თავდაცვაშია, სურს პოზიციების შენარჩუნება“, – განაცხადა მალიარმა.

 

მსგავსი თემები