„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს”- პრეზიდენტი ჰესის აფეთქებაზე

საქართველოს პრეზიდენტი რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს გმობს.

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, „ნოვა კახოვკას“ კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის,  რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა  კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონიდან  მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

,,დაახლოებით 16 000 ადამიანი კრიტიკულ ზონაში იმყოფება”- რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს

მსგავსი თემები