„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია რეალობას”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი თავისი განცხადებებით რეალობასაა აცდენილი.

მისი თქმით, ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე.

„არ ვიცი, რა ტაქტიკით გამოვლენ არჩევნებზე, ეს მათი გადასაწყვეტია. რამდენად სწორი იქნება, ხაბეიშვილს ვუპასუხოთ, ესეც არ ვიცი. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან აშკარად იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია არსებულ რეალობას. ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე. ცალკე პარტიები იქნებიან, თუ გაერთიანდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში მომავალი ნამდვილად არ აქვს რადიკალიზმს, ბოროტებას, იმას, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. ეს ყველაფერი წარსულია და ამის მთავარი შემოქმედები გახლდათ ზუსტად ის კონკრეტული პარტია და პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, ვერ დამთავრდება. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ეს გასაღები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ”.

მსგავსი თემები