,,მოგვცენ ნატოს ქოლგა, შეგვიყვანონ ევროკავშირში და ჩემზე მაგრად ვერავინ ვერ შეაგინებს რუსებს პირობას გაძლევთ”-  დავითულიანი

,,მოგვცენ ნატოს ქოლგა და შეგვიყვანონ ევროკავშირში და ჩემზე მაგრად ვერავინ ვერ შეაგინებს რუსებს პირობას გაძლევთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისგან საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსის საოკუპაციო ჯარი.

,,კრიტიკა ისმის ხშირად ხომ?! მე ზუსტად ვიცი რატომაც, იმიტომ რომ საქართველოს უჭირავს ძალიან ფრთხილი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. პარტნიორები გვთხოვენ, რომ ხაზი გავლებულია და იყავით უფრო მკაფიო. საქართველოს აქვს შიშები, რაციონალურია ეს შიშები, რა ვიცი ახლა სიფრთხილის მიღმა რა გგონიათ, ეს შიშები არის რაციონალური იმიტომ რომ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისგან საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსის საოკუპაციო ჯარი და საქართველოს არ აქვს ნატოს ქოლგა. მოგვცენ ნატოს ქოლგა და შეგვიყვანონ ევროკავშირში და ჩემზე მაგრად ვერავინ ვერ შეაგინებს რუსებს პირობას გაძლევთ”,- განაცხადა დავითულიანმა.

 

 

კომენტარს”მთავარი არხი” ავრცელებს

 

მსგავსი თემები