,,განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან”- ვედანტ პატელი

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვედანტ პატელი საქართველოს პარლამენტთან 2 ივნისს მოქალაქეების დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან.

,,ჩვენმა საელჩომ თბილისში ისაუბრა ამის შესახებ შაბათ-კვირას, და მე გავიმეორებ მათ ნათქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი – ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირთა საქმეებს, რომლებიც დააკავეს 2 ივნისს მშვიდობიანი აქცისას პარლამენტის წინ. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლებები და ფუნდამენტური დემოკრატიისთვის. და განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან, რომელთანაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს შეუერთდეს,”- განაცხადა პატელმა.

 

მსგავსი თემები