,,ბევრი ვიდეოა გავრცელებული”- სექსუალური ძალადობა სმექნის არმქონე ბავშვებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“  და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე , აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.

,,ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული, ჩვენამდე სადღაც 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის, არამედ სქესობრივი აქტიც პატარა გოგოებთან. ახლახან ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს”, – აცხადებს შშმ ქალთა ალიანსის ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი.

წყარო: ”ბათუმელები”

 

მსგავსი თემები