,,დაახლოებით 16 000 ადამიანი კრიტიკულ ზონაში იმყოფება”- რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს

რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ეხმაურება.

მისი თქმით, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით 16 000 ადამიანი “კრიტიკულ ზონაში იმყოფება”.

,,ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხერსონის რაიონში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით 16 000 ადამიანი “კრიტიკულ ზონაში იმყოფება”. ევაკუაციის მატარებლები ხერსონიდან ადამიანებს უსაფრთხოდ გაიყვანენ”,- წერს გერაშენკო.

რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

მსგავსი თემები