,,ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით”- ზელენსკი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა.  მისი თქმით, კაშხლის განადგურებით, რუსული ძალები მთელი მსოფლიოს უდასტურებენ, რომ ისინი უნდა განდევნონ უკრაინის ყველა კუთხიდან.

,,კაშხლის განადგურებით რუსი ტერორისტები მთელ მსოფლიოს მხოლოდ უდასტურებენ, რომ ისინი უნდა განდევნონ უკრაინული მიწის ყოველი კუთხიდან. მათ ერთი მეტრიც არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება აღადგენს უსაფრთხოებას. და ეს გამარჯვება იქნება. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით. ყველა სერვისი მუშაობს. ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბა. გთხოვთ გააზიაროთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია,”- აცხადებს ზელენსკი.

რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

მსგავსი თემები