„ჩინოვნიკის ტვინში რა ავადმყოფური აზრი ჩაისახება კაცმა არ იცის, მუზეუმს შლიან, ექსპონატებს კი სარდაფში ყრიან“

“მუზეუმში არავითარი კატასტროფული მდგომარეობა არ არის, რომ ექსპონატები განცალკევდეს და შენობა გამოიშიგნოს. ამ უნიკალური ექსპონატების ხელის ხლება და „რახრახი“ არ შეიძლება. მათი დანაწევრება კი იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების მუზეუმი არ იქნება, ის არსებობას შეწყვეტს“ – ეს საგანგებო განცხადება, საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის სახელით, „მედიაცენტრ მთავარში“ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ გელაძემ გააკეთა.

საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ჩანაფიქრს აპროტესტებს, რის მიხედვითაც, ხელოვნების მუზეუმის შენობის ავარიული მდგომარეობის მიზეზით, საგანძურის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს და ორ სხვადასხვა მუზეუმში გადანაწილდეს.

„ამ მიმართულებით, ხელისუფლება დიდი ხანია მუშაობდა. ის თავდასხმები, რომ არიქა შენობა ავარიულია და ხალხი გამოვასახლოთ ამას დიდი ისტორია აქვს. აპირებენ, სამუზეუმო ფონდის გარკვეული ნაწილის ჯანაშიას მუზეუმს გადასცენ. არადა, ხელოვნების მუზეუმის შენობა 1832 წელს და ერთ-ერთი უძველესი შენობაა. არსებობს რამოდენიმე დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მუზეუმში კატასტროფული სიტუაცია არ არის და სამუზეუმო ექსპონატები არ უნდა დავარიგოთ. ხელოვნურად იბერება სიტუაცია. ხელოვნური მუზეუმის დაშლა უნდათ. თუ კოლექციას დაანაწავრებ მუზეუმებში, მაშინ რაღა აზრი აქ ასეთი ხელოვნური მუზეუმის არსებობას“ – აღნიშნა ზურაბ გელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმს განვითარების პერსპექტივა წაართვეს და საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით, ნაწილ გაუყიდეს. ეს არის ფაქტი და სწორედ აქედან გაჩნდა მუზეუმის შენობის მიმართ ინტერესი.

„ქართული ჩინოვნიკის ტვინში რა ავადმყოფური აზრი ჩაისახება კაცმა არ იცის. ის, რაც გაყიდეს, სამუზეუმო ტერიტორია. მუზეუმის გაერთიანება ასეთი მმართველობა რომ ეყოლება რაიმე ნდობას იმსახურებს? მუზეუმის დანაწევრება დაწყებულია. რატომ უნდა ვენდო მე ტექნოკრატი ვიღაც ჩინოვნიკს, რომელიც ჩემს თვალსა და ხელს შუა სამუზეუმო ტერიტორიას ყიდის. სად არის კულტურის სამინისტრო? აბსოლუტური იგნორირება ამ მნიშვნელოვანი თემის მიმართ“ – აცხადებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

მან „მედიაცენტრ მთავარში“ სასტუმრო „სი-პი-ემ“-ის მშენებლობის პროექტი წარმოადგინა, სადაც საუბარია, რომ სასტუმროს სარდაფში სამუზეუმო ექსპონატებისთვის სივრცე იქნება გამოყოფილი. მისივე მტკიცებით, სწორედ ეს არის მუზეუმის განადგურება და ჩანაფიქრი, როცა უნიკალური ექსპონატები, ის საგანძური, რომელიც ბიზანტიურ კულტურაზე დიდია, დანაწევრდება და სასტუმროს სიღრმეში, 6 მეტრის ქვემოთ, სარდაფში ჩაყრიან.

მსგავსი თემები