,,ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა”- გია ბარამიძის გერი გარდაიცვალა

გიორგი ბარამიძის მეუღლეს, ანა ფილიპჩუკს 18 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გია ბარამიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე თქმით, გარდაცვალების მიზეზებს გერმანიის სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს.

„თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო! არ ვიცით, რა მოუვიდა ბავშვს (18 წლის ახლახან გახდა) ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს. უტარდება ექსპერტიზა და როგორც გვითხრეს, პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!“ – წერს გიორგი ბარამიძე.

 

 

მსგავსი თემები