,,რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაული, ეკოციდი”- ერმაკი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა. ერმაკმა რუსების ქმედებებს ეკოციდი უწოდა.

,,კახოვსკას ჰესი. რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაული. პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს იკრიბება. ეს არის ეკოციდი. რუსები იქნებიან პასუხისმგებელი ხერსონის სამხრეთით და ყირიმში მყოფი ხალხის სასმელი წყლის შესაძლო წართმევაზე, შესაძლებელია დასახლებების ნაწილის განადგურება და ბიოსფერო… მუშაობს როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლება. დღეს ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტულია. მტრის სასჯელი უნდა მივცეთ საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ერმაკმა.

რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

მსგავსი თემები