,,რუსეთმა კახოვკას კაშხალი გაანადგურა, რამაც ალბათ გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა”- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა მისი უკრაინიდან გაძევებაა.

,,რუსეთმა გაანადგურა კახოვკას კაშხალი, რამაც ალბათ გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის საშინელი ომის დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან”,- წერს კულება.

რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

მსგავსი თემები