ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი მე-11 დღეა ეძებს

თბილისში ახალგაზრდა მამკაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, თორნიკე დალაქიშვილი 25 აპრილიდან არ გამოდის კონტაქტზე. არსებული ინფორმაციით, ის ბოლოს წალკის სიახლოვეს შენიშნეს. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

„მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს მაგრამ კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ .

თუ ნახავთ ან ამ დღეების განმავლობაში სადმე ნახეთ გთხოვთ მომწერეთ ან დამირეკეთ 595998861“- წერენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები