,,მეჩვენება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ სურს საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს” – ბენ ჰოჯესი

აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს. მისი თქმით, ეჩვენება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ სურს, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს.

,,ჩემთვის ეს აღიქმება ისე, რომ საქართველო აღარ არის ნატო-ს ასპირანტი. ვგულისხმობ იმას, რომ პრემიერმინისტრი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ნატო-ს გაფართოების გამო. მე მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს არ სურს, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, რადგან შიშობს და გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება. ორი რამ – ის იყენებს კრემლის ნარატივს იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში, ეს ჩემთვის გაუგებარია და მეორე, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მის განცხადებაზე დაყრდნობით კი ჩანს, რომ მას აშკარადა არ აქვს არანაირი განზრახვა და ინტერესი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ საქართველოსთან გაერთიანდეს, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა ,,ამერიკის ხმასთან”.

 

,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

 

მსგავსი თემები