„წავიდეთ წინ, საცან მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას არ გავათავისუფლებთ“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ წინ მანამ ივლიან, სანამ საკუთარ ტერიტორიებს არ დაიბრუნებენ. „წავიდეთ წინ, საცან მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას არ გავათავისუფლებთ“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

„დღეს ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის მიერ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა გამოიარა. შეტევს 54 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. თითქმის ყველა ჩამოგდებულია. ამ ტერორისტული თავდასხმის დროს რაოდენობრივად ყველაზე ძლიერი დარტყმა კიევის რეგიონს მიაყენეს… წავიდეთ წინ, სანამ ჩვენს უკრაინულ მიწას არ გავათავისუფლებთ. დიდება ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი  ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები