„კიეველებს კიევის დღე მოულოცეს მომაკვდინებელი საფრენი აპარატით“ – უკრაინული მხარე

კიევზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევასთან დაკავშირებით  კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს იყო მე-14 საჰაერო თავდასხმა.

„მაისის დაწყებიდან ეს მე-14 საჰაერო თავდასხმაა. დღეს მტერმა გადაწყვიტა კიეველებს კიევის დღე მიულოცოს მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა კიევზე, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დღიდან“, – აღნიშნულია სერგეი პოპკოს განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში დაახლოებით ხუთი  საათი გაგრძელდა.

„წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა ძალებმა 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. არის მსხვერპლი და ნგრევა“ – აღნიშნავს პაპკო.

მსგავსი თემები