თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერა არ გამოცხადებულა, თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მის უდავო გამარჯვებას! გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!“, – აცხადებს ორბანი.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული მონაცეებით, არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს.