„26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 26 მაისის ალღუმზე არმისვაზე მედიასთან კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ალღუმებზე გარკვეული მიზეზით არ დადის. 26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება? აღლუმზე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. რა შუაშია აქ ვარჯიში. სპეკულაციაა ამაზე საუბარი“ – უპასუხა კობახიძემ მედიას.

„26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, ამ ღონისძიებას მე არც შარშან დავსწრებივარ და არც წელს დავსწრებივარ, ეს ყველამ იცოდა. მინდა, ამ მაგალითზე კიდევ ერთხელ ვაჩვენო „ნაცმოძრაობის“ სახე. რეალურად სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მათი წარსულის და 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესოა დეტალი არის ის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ ეს ფოტოები გადაიღო, ეს ყველაფერი მათ სახეს აჩვენებს.

სპეკულაცია არის ხელოვნური და რატომ? იმიტომ, რომ ცურვასთან და ვარჯიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, რომ მე ამ ღონისძიებას არ ვესწრებოდი. 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?! აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. რა შუაშია აქ ვარჯიში. სპეკულაციაა ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი იმ ღონისძიებაზე არ მისვლა. ისედაც ამ ღონისძიებებს არ ვესწრები. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება“ – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები