ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერილს აქვეყნებს, რომელიც მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაუგზავნა.   ჯო ბაიდენი პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ჩვენი ორი ქვეყნის ხალხს აქვს მტკიცე და უტეხი კავშირი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ხალხთა შორის არსებულ ახლო კავშირებსა და ჩვენს საზიარო ღირებულებებზე, რაც მოიცავს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.

ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში, შემდგომ ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის აგრესიას, რაც მოიცავს საქართველოს ტერიტორიის უსამართლო ოკუპაციასა და კონფლიქტისა და დაყოფის გაღვივების მცდელობებს.

მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო და წარმატებული მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხებს. გისურვებთ ბედნიერ ეროვნულ დღესასწაულს“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც გზავნილში.

 

მსგავსი თემები