მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტი შარზეა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ქმედებები და განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი შარზეა.

„იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება, რომ ჩვენ ამ პროვოკაციებს მგონი, არ უნდა წამოვეგოთ. გაბრაზება ხან ზოგადი პოლიტიკური სარჩულით, მერე აბსოლუტურად არასწორი, არარელევანტური „მესიჯები“ 26 მაისთან დაკავშირებით და შემდეგ საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იყო, შემდეგ პროტოკოლზე გაბრაზება რას ემსახურება, შეიძლება მომავალმა გამოაჩინოს და ვნახოთ. ჩვენ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.

მან პრეზიდენტის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჯერად მაინც „ობიექტურობას გამოიჩენს“.

„იმ ფრთის წარმომადგენლებს, რომელსაც ახლა ქალბატონი სალომე ნარატივში შეუერთდა, რამდენიმე კვირის წინ ასეთი “მესიჯი” ჰქონდათ, რომ ქვეყნის გარეთ კი არ ვამბობთ ასეთ რაღაცებს, ქვეყნის შიგნით ვამბობთო და დღეს, ამ საუკუნეში, ქვეყნის შიგნით ვამბობ-ო რას ნიშნავს?! ქვეყნის შიგნით, რომ ამბობ არ გადის ის “მესიჯები” გარეთ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამას ვერ იგებენ და გარეთ თუ იტყვი მარტო იმას იგებენ? ეს რა დამოკიდებულებაა ვერ ვხვდები. იმედია, ისეთივე „კრიტიკული“ არ იქნება ქალბატონი სალომეს შეფასებები ქვეყნის გარეთაც და იქნებ რაღაც ნაწილში მაინც ობიექტურობის გამოჩენა შეძლოს“ – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები