ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გაიმართება

სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გაიმართება.

13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდს  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის ნეშთი სამშობლოში რამდენიმე დღის უკან გადმოასვენეს. მისი საფლავი კი უზბეკეთში საელჩომ მოიძია.

 

მსგავსი თემები