რუსეთი ქვეყნიდან გერმანელი საზოგადო მოღვაწეების გაძევებას გეგმავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან გერმანიის მოქალაქეებს გააძევებენ. ასეთია კრემლის პასუხი  გერმანიას, რომელიც უკრაინას სამხედრო თუ სხვა სახის დახმარებას უწევს.

ამჯერად, საუბარია ქვეყნიდან გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურული ინსტიტუტების თანამშრომლების გაძევებაზე. აღნიშნულ ინფორმაციას კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გერმანული მხარე აცხადებს, მსგავსი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს უფრო გაამწვავებს. გერმანიის საგარეო უწყება რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და მსგავს გადაწყვეტილებას გაუმართლებელს და გაუგებარს უწოდებს.

 

მსგავსი თემები