„იმედი მაქვს, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა და პრეზიდენტი ირიბად გააფრთხილა.

„იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. იმედია, ასეთი განცხადება არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ  სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც,  31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.

მსგავსი თემები