აშშ უკრაინა-რუსეთის ომის „გაყინვას“ არ გამორიცხავს

კორეის ომის მსგავსად, შესაძლოა უკრაინა-რუსეთის ომიც „გაიყინოს“. აღნიშნულ ვარიანტს თეთრ სახლში განიხილავენ. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, მსგავსი ალბათობა საკმაოდ მაღალია.

„ასეთი კონფლიქტი მრავალი წელი გაგრძელდება, შეიძლება, ათწლეულებიც, კორეის ნახევარკუნძულზე დაპირისპირების მსგავსად. ერთ-ერთი საკითხია სად გაივლის ე.წ. საზღვრები, რომელზეც უკრაინა და რუსეთიც შეთანხმდებიან“ – აღნიშნულია გამოცემაში.

მათი ინფორმაცით, თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ მსგავსი სცენარი  შესაძლოა, ყველაზე რეალისტური იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ არც კიევი და არც მოსკოვი არ არიან მზად, დამარცხება აღიარონ.

კონფლიქტის „გაყინვის“ შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება, მაგრამ არც ერთი მხარე არ გამოცხადდება გამარჯვებულად და არც ეთანხმებიან ომის ოფიციალურად დასრულებას.

 

მსგავსი თემები