„კარტელური შეთანხმებები ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვის“ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელურ შეთანხმებებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ეს სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანია.

„განსაკუთრებით მიმდინარე წელს გამოჩნდა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, ვინაიდან ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი კარტელური შეთანხმებების შედეგად  შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიადგეს როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში ზაზა ლომინაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, საუბარია იმ ჰოლდინგებზე, რომელიც, ფარმაცევტულ კომპანიებს,სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვეო კომპანიებს აერთიანებს.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე უწყებას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

„ამასთან დაკავშირებით ნამდვილად დაწყებული გვაქვს მუშაობა და ვფიქრობ, რომ სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე მზად იქნება. გეგმაში მკაფიოდ იქნება გაწერილი თუ რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა არ მინდა წინასწარ მოვლენებს გავუსწრო და ვთქვა რეალურად რა მოლოდინი მაქვს , რადგანაც ეს სენსიტიური თემაა“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მსგავსი თემები