ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს პარლამენტში ამ დრომდე უსმენენ, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მინისტრს საუბარი მოუწია, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა.  როგორ მინისტრმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და უფლებები მაქსიმალურად დაცულია.

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, აკრედიტებულია და ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს. ასევე არ არსებობს კითხვა პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანასა და მკურნალობასთან დაკავშირებით.  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც განიხილა ეს საკითხი და განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არის და ყველა ის საჭირო სერვისი, რაც პაციენტს უნდა მიეწოდებოდეს, მიეწოდება.

საქართველოში ნებისმიერი პაციენტის თუ მსჯავრდებულის უფლებები არის მაქსიმალურად დაცული და დიამეტრულად განსხვავებულია იმისგან, 10 წლის წინ რაც ხდებოდა სისტემაში და ყველა პაციენტს ერთნაირად, გულისხმიერად და მაღალკვალიფიციურად ემსახურებიან, როგორც ექიმები, ასევე პენიტენციური სამსახური“, – განაცხადა მინისტრმა აზარაშვილმა.

მსგავსი თემები