,,ჩვენი ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ჰაბის  ფუნქციის ერთ-ერთ ნაწილს ციფრული ჰაბის როლიც წარმოადგენს”- პრემიერი

მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მე-2 ფორუმს, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“-ის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ზოგადად კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა.

„მოგეხსენებათ კარგად, რომ კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ზოგადად კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა, მას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ისევე როგორც საჯარო და კერძო სექტორის ყოველდღიური საზრუნავი, საგანი გახდა ბოლო პერიოდში.

ჩვენი ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ჰაბის  ფუნქციის ერთ-ერთ ნაწილს ციფრული ჰაბის როლიც წარმოადგენს. მოგეხსენებათ კარგად, ჩვენ ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას და ასევე ტექნოლოგიურ კავშირებს ევროპასთან და ეს ფორუმიც ამ თემისადმი მთავრობის ყურადღების ერთ-ერთი გამოხატულებაა,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები