„შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატი, რატომ თქვა, რომ ოთხი იყო ჩაგდებული”- ნატო ჩხეიძე

„შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატი, რატომ თქვა, რომ ოთხი იყო ჩაგდებული და საზოგადოების წინაშე რატომ არ თქვა ნიშნიანიძე“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატის გვარი, რომლისთვისაც მხარი უნდა დაეჭირათ, თუმცა ფრაქციის წევრები მხოლოდ ოთხზე საუბრობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს არ ვიცი მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის თქვეს, ჩათში ჩაწერილი მესიჯის შესახებ, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია და თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი, მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში მეხუთე გვარი იყო ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საერთოდ დიდად პირობის შემსრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ – ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ აქ არის გარიგება და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, კითხვები მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო?” – განაცხადა ჩხეიძემ.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. გუშინ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, აირჩიეს – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კანდიდატებს მხარი  ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და ასევე დილარ ხაბულიანმა დაუჭირა .

მსგავსი თემები