პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მოსკოვში ეპატიჟება

სამი პრეზიდენტი კრემლში შეხვედრისთვის ემზადება. მასპინძელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იქნება, სტუმრები კი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ 25 მაისს რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებით, სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ, უფრო გაფართოებული, ხუთმხრივი შეხვედრაც შედგება, რომელში მონაწილეობასაც დამატებით, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც მიიღებს.

 

მსგავსი თემები