აკრედიტაციის გარეშე კლინიკები დაზღვევაში ვერ ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2025 წლიდან კლინიკების დაზღვევა სავალდებულო იქნება და აკრედიტაციის გარეშე კლინიკები დაზღვევაში ვერ ჩაერთვებიან.

„აკრედიტაციის, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის დანერგვით ჩვენ, ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ პაციენტების უსაფრთხო მკურნალობას, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი მიზნობრივად მიმართული იქნება ხარისხიანი სერვისების დაფინანსებისკენ“ – აღნიშნა აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

მინისტრის შეფასებით,  სამინისტრომ სიღრმისეულად შეისწავლა საერთაშორისო აკრედიტაციის არსებული სისტემები, აკრედიტორი ორგანიზაციების მოთხოვნები და საერთაშორისო დონის სტანდარტები.

„დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, რომლებიც ოპერირებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისასალმებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობამ უკვე აქტიურად დაიწყო მზადება აკრედიტაციის მოსაპოვებლად, რაც 2025 წლიდან გახდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მსგავსი თემები