„დედას ხელებში ჩააკვდა, ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ოთახში ვერ შევიყვანთო“- გორში მომხდარი ტრაგედია

გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

„როგორც ყოველთვის, გორმედში გულგრილად მიიღეს და წავედით თბილისში. ვერ ჩავუსწარით ბავშვს, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანომობილი მობილიზდეს, ან საერთოდ რამე გაკეთდეს. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ვერ შევიყვანთ ოთახში, სად ოთახში ვერ შევიყვანთ, გადასხმას ბავშვს ვერ გავუკეთებთ, ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, სადმე, თუ შენ გულგრილი არ ხარ“ – ამბობს ოჯახის ნათესავი, რომლის კომენტარს ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.

„ვეუბნები ექიმს, ჩქარა ცუდად არის, მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოვო”- 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა

მსგავსი თემები