იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ყველა იმ მომსახურებას იღებს, რაც მას სჭირდება. როგორც ბრეგაძე განმარტავს, თუ ექიმები იტყვიან, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა შესაძლებელია, მოხდება გადაყვანა.
„ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტებით. თუკი ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკაში, „ვივამედში“, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის ციხეში გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.