მინისტრის განცხადებით, თუ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ჩამოსვლა გაუადვილდებათ, პირდაპირ ფრენებში ცუდი არაფერია

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაში ცუდი არაფერია.

„ნუ უკავშირებთ ფრენების საკითხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან კავშირი აქვს იმ 12 პუნქტს, რომელიც განსაზღვრულია და რომელსაც ვასრულებთ… რუსეთში ცხოვრობს ასი ათასობით ქართველი. თუ ამ ქართველებს გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა, დაზოგავენ დროს და ფინანსურ რესურსებს, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. ჩვენ ყველგან ვზრუნავთ ჩვენ მოქალაქეებზე და ეს არის პრინციპი, რომ საქართველო ზრუნავს მის მოქალაქეზე განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, რომ ჩამოვიდეს საქართველოში სხვა გზით? მანქანით შეუძლია ჩამოვიდეს, ასევე სხვადასხვა გზით შეუძლიათ ჩამოვიდნენ და თუკი საქართველოს მოქალაქეს გაუმარტივდება ამ გზის გავლა, დაზოგავს დროს და ფინანსურ რესურსებს, თქვენ ამაში რას ხედავთ ცუდს?”, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები