,,მშობლებმა სტაციონარში მოთავსებაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად დატოვეს კლინიკა”- ექიმი გორში გარდაცვლილ ბავშვზე

გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო.

“გორმედის” პედიატრიული განყოფილების უფროსი აცხადებს, რომ შეთავაზებული იყო მკურნალობის სქემა, რისთვისაც საჭირო იყო მისი სტაციონარში მოთავსება, რაზეც მშობლებმა უარი განაცხადეს და თვითნებურად დატოვეს კლინიკა.

,,პაციენტი, 4 წლის კლინიკაში შემოყვანილ იქნა 17 მაისს, ღამის სამ საათსა და 50 წუთზე. მორიგე ექიმის მიერ, ვერიფიცირებულ იქნა ჩუტყვავილას დიაგნოზი, პაციენტზე შეთავაზებული იყო მკურნალობის გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი და თვითნებურად დატოვეს კლინიკა”,- აცხადებს პედიატრიული განყოფილების უფროსი.

მსგავსი თემები