,,გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და განცხადებები დააზიანებს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ” – კობახიძე

,,გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენ სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ”,-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე.

,,პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში, ეს აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი ასე სპეკულირებს. უბრალოდ დასანანია. რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს არის მთავრობის ექსკლუზიური უფლება, თუ მაგალითად მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე.  ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენ სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

მთავრობას პრეზიდენტისთვის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუცია

 

მსგავსი თემები