კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ომის ვეტერანთა დეპარტამენტის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ პირველი შეხვედრა გამართა აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწესთან, რიჩარდ როდრიგესთან. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, სამომავლო გეგმები, ის ერთობლივი პროგრამები გააცნო, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ვეტერანების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. მან, ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა გადალახვაშიც, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა მნიშვნელოვანია. სამსახურის დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

,,პრეზიდენტის მხრიდან ისეთი განცხადებები კეთდება, რომ საქართველოს იმიჯი როგორმე დააზიანოს”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან განცხადებები იყო გაკეთებული, რომ საქართველოს იმიჯი როგორმე დააზიანოს. მისივე თქმით, პრეზიდენტის ევროპარლამენტში წასვლის საკითხი იმ ინსტიტუტის გადასაწყვეტია, ვინც უნდა გასცეს თანხმობა. „პრეზიდენტის მხრიდან განცხადებები იყო გაკეთებული, რომ საქართველოს იმიჯი როგორმე დააზიანოს. ასეთი განცხადებები გაკეთდა მის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდანაც და სხვა განცხადებებშიც. ეს ჩემი აზრია, მაგრამ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის რა საუბარია ვიზიტებზე, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ. მთავრობას პრეზიდენტისთვის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუცია

მეტი...

საფეხბურთო მწვრთნელს 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საფეხბურთო მწვრთნელს 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას  “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მწვრთნელს ცნო და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ,,ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ  დამნაშავედ სცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში. მოსამართლე რომან ხორავა…” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ხვალ, პარლამენტი გიორგი ამილახვარს და ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს

პარასკევს, 19 მაისს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს  ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას პარლამენტი ინტერპელაციის წესით, სექტემბრის ბოლოს მოუსმენს.  „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,  ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე მოსვლას,  გუშინ მივიღეთ მისი ინფორმაცია.  შესაბამისად, დაგეგმილი 3 ინტერპელაციის ნაცვლად, გვექნება ორი – განათლებისა და მეცნიერების  და  შინაგან საქმეთა მინისტრების. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გადაიწევს სექტემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

„ვეუბნები ექიმს, ჩქარა ცუდად არის, მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოვო”- 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა

გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილი ბავშვის ბებია აცხადებს, რომ ექიმებმა რეაგირება დროულად არ მოახდინეს. ,,თბილისში უნდა წაგვეყვანა, უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, იავნანა გადმოიტანეს “გორმედთან” და მივიყვანეთ იქ. გამოვიდა ექიმი გამოვიდა, უიმე ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო, ასე მითხრა. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-თქო, მოიცაო ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. დავავლეთ ბავშვს ხელი, ერთი არ უთქვამს მოიცადე, აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო, არა. პირდაპირ გამოვიტაცეთ და წამოვედით. გონება დაკარგა ბავშვმა, საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, გული ჰქონდა გაჩერებული”, – განუცხადა ბავშვის…

მეტი...

სტუდენტი, რომელსაც ბათუმში რამდენიმე კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი, რომელსაც ბათუმში რამდენიმე კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას tv25.ge ავრცელებს. დაკარგულ სტუდენტს მეგობრებო 22 აპრილის შემდეგ ვერ უკავშირდებოდნენ. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ ეტაპზე მისი გარდაცვალების მიზეზი და  გარემოება უცნობია.

მეტი...

,,ვიზის მიღების პროცესი გამჭვირვალეა” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმეინება. მისი თქმით,ვიზის მისაღებად გარკვეული პროცედურები და წესებია საჭირო და ეს პროცესი გამჭვირვალეა. ,,სამწუხაროა, რომ “იმედმა” აირჩია და კვლავ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ამ საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში. გვაქვს ამის გარდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა ასეთი პროგრამები, რომელთა მეშვეობით ქართველები მიემგზავრებიან შეერთებულ შტატებში. მაგალითად, გასულ წელს, ზუსტად 30 მოცეკვავეს, ბალეტის მოცეკვავეს მიეცა ამერიკაში წასვლის საშუალება, ასევე მოხდა გასულ კვირას მომღერლებთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად, ეს პროცესი…

მეტი...