,,ფარმაციის მიმართულებით განხორციელებულ სისტემურ ცვლილებებს შორის უპირველესად უნდა აღინიშნოს, 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედება,”- აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების უდიდესი წილი ტრადიციულად სწორედ მედიკამენტებზე მოდიოდა. წამლის ფასი ძირითად შემთხვევებში იყო არაპროგნოზირებადი, მუდმივად ცვალებადი და ძირითადად სუბიექტურ ფაქტორებზე დამოკიდებული. სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ფარმაცევტულ პროდუქტზე განსაზღვრული რეფერენტული ფასის დაცვაზე მონიტორინგი და კონტროლი. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა სახელმწიფო უწყების და განსაკუთრებით, კონკურენციის სააგენტოს მიმართ ამ პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის. დღეისათვის 1,600-ზე მეტ წამალზე უკვე განისაზღვრა რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტების ღირებულება“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნით მოსახლეობამ, წლიურად 200 მილიონი ლარი დაზოგა.
„ამჟამად საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 650-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და რაც გამოიხატა თურქეთიდან
იმპორტირებული მედიკამენტების ფასების 60%-80%-მდე შემცირებაში. თურქული მედიკამენტების მოხმარების მაჩვენებელი მაღალია და ეს პირდაპირ აისახა ყოველი მომხმარებლის შემცირებულ დანახარჯებსა და მკურნალობის ეფექტურობაზე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.