იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგმა სააკაშვილის გადაყვანაზე საბოლოო პასუხი თქვა

იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განცხადება მედიასთან გააკეთა. როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს, სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საერთოდ არავის აქვს რაიმე სახის კითხვა.

„ჩვენ გვაქვს დიალოგი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, მათ შორის იმ ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საითკენაც მიილტვის საქართველო და ეს არის ევროკავშირი. კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ ყოფილიყო ვარშავაში დაუყოვნებლივ, ამაზე იყო პასუხი და ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხის. დანარჩენ სარჩელს რაც შეეხება, როდესაც დაცვის მხარე წარადგენს სარჩელს, როდესაც სასამართლო გამოგვიგზავნის ჩვენი პოზიციების მისაწოდებლად, მერე ვისაუბრებთ ამ საკითხზე. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პოლონეთში მსჯავრდებულ სააკაშვილის გადაყვანაზე, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის საბოლოო“, – განაცხადა მინისტრმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები