,,ველოდებოდი სინანულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ კელი დეგნანისგან სინანულის, გულის ტკივილის გამოხატვას ელოდა. მისივე თქმით, ელოდებოდა, რომ ელჩი საკითხის შესახებ საკონსულოში მოიკითხავდა.

,,ველოდებოდი, რომ მოიკითხავდა საკონსულოში რატომ მოხდა, როგორ მოხდა, სინანული, გულის ტკივილი ამასთან დაკავშირებით, თუმცა ნუ არ ვიცი კონკრეტული ტელევიზიის მიმართ ბრალდებაც გაისმა ამის შესახებ. ტექნიკური ვერ იქნება რა თქმა უნდა მიზეზი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ სამ თვეში როცა არის დაგეგმილი გასტროლები ნებისმიერ საკონსულოს შეუძლია ვიზების მოგვარება, მაგალითად, ვიღაცების წაყვანა რომ უნდათ ხოლმე სწრაფად, ორ დღეშიც კეთდება ხოლმე ვიზები, მარტივი მოცემულობაა, ნებისმიერ საკონსულოში.  მე ველოდებოდი სინანულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო ამ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა კობახიძემ.

,,ვიზის მიღების პროცესი გამჭვირვალეა” – კელი დეგნანი

მსგავსი თემები