,,იყო სასჯელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაეკისრათ და ეს სასჯელი მოიხსნა ცალმხრივად, რა საფასურზე შეიძლება, იყოს აქ საუბარი”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია რა საფასურის გადახდაზე შეიძლება იყოს საუბარი.

,,მე არ ვიცი ეს, რა თქმა უნდა, ვერავითარი საფასური ჩვენი მხრიდან ვერაფერთან დაკავშირებით ვერ იქნება გადახდილი. იყო სასჯელი, რომელიც დაეკისრათ საქართველოს მოქალაქეებს, 2019 წელს და ეს სასჯელი მოიხსნა ცალმხრივად. რა საფასურზე შეიძლება იყოს აქ საუბარი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია, ამიტომ მეტ სიღრმეში არ მინდა შევიდე, თორემ სხვანაირი კომენტარებიც შეიძლება გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როცა საუბარია სასჯელის ცალმხრივად მოხსნაზე, აქ რა საფასურზე შეიძლება იყოს საუბარი, აბსოლუტურად გაუგებარია”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კელი დეგნანმა განაცხადა – , „მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, რადგან პუტინი არაფერს იძლევა საფასურის გარეშე“.

მსგავსი თემები