„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რის გამოც პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შემდეგი პროცესი 10 ივლისს 12 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, დაკავებულია საქართველოს 6 და თურქეთის 1 მოქალაქე. საქართველოს პროკურატურამ შვიდივე პირს ბრალდება, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარუდგინა.

მსგავსი თემები