,,ჩვენი პრინციპი მარტივია – არცერთი ნაცი არცერთ ორგანოში”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენი პრინციპი მარტივია: არც ერთი ნაცი არც ერთ ორგანოში და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როცა საუბარია 3-2 ზე, 4-1 ზე და ა.შ. ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე შეიძლება, ცოტა კომპრომისებით ვეკიდებოდით. მაგალითად, როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად და ა.შ. აღარ გავყვები. ჩვენი პრინციპი მარტივია – არც ერთი „ნაცი“ არც ერთ ორგანოში, ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატები უნდა აირჩნენ კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, ეს არის კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა.

,,კანდიდატები უნდა აირჩნენ კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, ეს არის კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და ჩვენ თითქმის ერთი წელიწადია გთავაზობდით კონსულტაციებს სწორედ ამ კრიტერიუმების გარშემო. ამის სანაცვლოდ ვიღებდით მიდგომას, რომ უნდა იყვნენ არჩეული ის კანდიდატები, რომლებიც არის ვიღაცისთვის მისაღები. კონსულტაციები უნდა გამართულიყო კომპეტენციის საკითხის გარშემო, კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის გარშემო, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ ასეთ კონსულტაციებში მონაწილეობა.

კარგია, რომ გაიხსენეთ სახალხო დამცველის არჩევა. აქაც რა მოხდა? არავითარი კონსულტაციები და კრიტერიუმები, თქვენ დააყენეთ ულტიმატუმი თავიდან სამი კანდიდატი, მერე ორი კანდიდატი და სამ კანდიდატთან დაკავშირებით ითხოვდით მაინც და მაინც ამ სამი კანდიდატის მხარდაჭერას მაშინ,როდესაც გვარების დასახელების გარეშე შეგახსენებთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები – აქედან მინიმუმ ორი პირდაპირ იყო ჩართული ლიბერალურ-ფაშისტურ კამპანიაში უმძიმესი ფორმებით და ერთ-ერთი კანდიდატი საერთოდ იმდენად არაკომპეტენტური იყო, რომ ვერც კი გაბედა გასაუბრებაზე მოსვლა. თქვენი განცხადებით, ესენი იყვნენ საუკეთესო კანდიდატები. ანუ ლიბერალურ-ფაშისტურ კამპანიაში ჩართული კანდიდატები თქვენთვის იყვნენ მისაღები და არაკომპეტენტური კანდიდატი იყო თქვენთვის მისაღები. ეს არის თქვენი დამოკიდებულება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები